Სარჩევიchevron-down
ბიტკოინის მაინინგი და განახევრება (Halving)
მაინერებს უკეთესი კომპიუტერები დასჭირდებათ
ახალი გზები ძებნა შემოსავლის გასაზრდელად
მაინინგის მეტად დივერსიფიცირება
ბიტკოინის მაინინგი უფრო დეცენტრალიზებული გახდება
ბიტკოინის ფასი შეიცვლება
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with a man mining a bitcoin logo on the right side 1000x300
2024-04-26clock6 minutes

ბიტკოინის მაინინგი და განახევრება (Halving)

როგორც უკვე გაიგებდი, ბიტკოინი განახევრდა, ანუ მაინერებისათვის ჯილდოდ გაცემული კრიპტოვალუტის რაოდენობა შემცირდა. რიგით მეოთხე განახევრებამ მოიტანა ის, რომ მაინერები თავიანთი გაწეული შრომისათვის 3.125 BTC მიიღებენ.

თუმცა, ვარაუდობენ რომ ბიტკოინის განახევრება კრიპტო ინდუსტრიაში გაცილებით მეტ ცვლილებას მოიტანს, ვიდრე ეს უბრალოდ შემცირებული გასამრჯელოა.

სწორედ ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა კავშირშია ბიტკოინის ჰალვინგი და მაინინგი ერთმანეთთან და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ კრიპტოს მეოთხე ჰალვინგის შემდგომ.

მაინერებს უკეთესი კომპიუტერები დასჭირდებათ

CoinMetrics-დან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ინდუსტრიაში ადამიანების უმეტესობას არცთუ ისე ძლიერი მოწყობილობა, Antminer S19J Pro აქვს. ეს კონკრეტული მოწყობილობა საჭიროებს საათში $0.05 კილოვატის ღირებულების ელექტრო ენერგიას, რათა მის მფლობელს მოგება მოუტანოს.

ა.შ.შ.-ში კი ელექტრო ენერგიის გადასახადი იმატებს და შესაბამისად S19J ნაკლებ მომგებიანი ხდება მაინერებისთვის. როგორც ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბიტკოინი მაინინგდება და შესაბამისად სწორებაც ამ ქვეყანაზე უნდა გვქონდეს, რადგან კონკურენციაც ამ ადამიანებთან მოგიწევს, თუკი ბიტკოინის მაინინგი გაქვს გადაწყვეტილი.

ახალი გზები ძებნა შემოსავლის გასაზრდელად

ბიტკოინის მაინინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დეცენტრალიზებული და კონკურენტული ბაზარია, ზუსტად ისეთი, როგორზეც ეკონომისტი ადამ სმიტი იოცნებებდა. დიდი კონკურენცია კი ბადებს ინოვაციებს, განსაკუთრებით ისეთი მოვლენის შემდგომ, როგორიც ჰალვინგია.

მოგების მაქსიმალურად გაზრდისათვის კი, მაინერებს უწევთ ახალი გზების მოძიება და პოვნა. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, რომელსაც უამრავმა ადამიანმა მიმართა ანდერქლოქინგი (Underclocking) ჰქვია და ნაკლები ენერგიის მოხმარებით ხარჯების შემცირებას ნიშნავს. პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, როგორიც მაგალითად LuxOS არის, მაინინგისათვის საჭირო მოწყობილობების სამუშაო პროცესი ნელდება, რომლის წყალობითაც კომპიუტერები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მართალია, ბიტკოინის გამომუშავების პროცესიც შედარებით ნელია, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებით ელექტრო ენერგიის ხარჯი საგრძნობლად მცირდება.

კიდევ ერთ ასეთი ინოვაცია ფინეთში გვხვდება და ის ფინურ მაინინგ კომპანია Hashlabs ეკუთვნის. კომპანიაში შემოსავლის დივერსიფიცირება გადაწყვიტეს, რა დროსაც ისინი მაინერებისგან გამოყოფილ სითბოს ყიდიან, რითაც ერთი მხრივ იღებენ დამატებით შემოსავალს, მეორე მხრივ კი აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს.

მოკლედ, მაინინგი ბიტკოინის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რა დროსაც უამრავ მაინერსა და ადამიანს შემოსავლების გასაზრდელად ახალი, კრეატიული გზების პოვნა უწევს.

მაინინგის მეტად დივერსიფიცირება

გაორმაგებული კონკურენცია ერთეულ მაინერებს ახალი მიმდინარეობების აღმოჩენისაკენ უბიძგებს, რათა მათმა კომპიუტერებმა ბიტკოინი და მოგება კვლავ მოიტანოს. სწორედ ამიტომ, ადამიანები დიდ დაინტერესებას ირჩევენ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართ. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში უამრავი კომპანია მუშაობს, როგორებიც მაგალითად Iren და Hive Digital Technologies არიან.

მოსალოდნელია, რომ მაინერები დივერსიფიკაციას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ, რადგან ჰალვინგის შემდგომი თვეები ბიტკოინისთვის ყოველთვის რთულია. ხოლო კრიპტო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2025 წლის ბაზარი ბიტკოინისთვის გამორჩეულად კარგი იქნება. ამ ვარაუდს ზურგს სტატისტიკაც უმაგრებს, რა დროსაც ჰალვინგის შემდგომ, რამოდენიმე თვეში ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალებს იპყრობდა.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სერვისები და ზოგადად ინდუსტრია კი, ყოველდღიურად ვითარდება და ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ორი ერთამენთთან დაკავშირებული სფერო, იქნება მაინინგის დივერსიფიცირების კარგი მეთოდი.

ბიტკოინის მაინინგი უფრო დეცენტრალიზებული გახდება

ამჟამად ბიტკოინის მაინინგში ყველაზე დიდი, 40%-იანი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, ხოლო მეორე და მესამე ადგილას ჩინეთი და რუსეთი 20-15%-იანი ნიშნულით ინაწილებენ. თუმცა, რაც უფრო დრო გადის, მაინინგის ბაზარი გეოგრაფიულად უფრო დივერსიფიცირებული ხდება.

ჰალვინგის შემდგომ ეპოქაში გეოგრაფიული არეალი უფრო დიდი ხდება და კრიპტო ინდუსტრიაში ისეთი რეგიონები ჩნდება, როგორიც აფრიკა, ლათინური ამერიკა და აზიაა, სადაც ელექტრო ენერგიის გადასახადი გაცილებით ნაკლებია.

დიდი კომპანიები ითვისებენ ამ ახალ ბაზრებს. მაგალითად, Bitfarms არგენტინასა და პარაგვაიში შედის, Bitdeer საოპერაციო არეალს ბუტანში აფართოვებს, ხოლო Marathon არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ფუძნდება.

ჰალვინგი ერთგვარ რევოლუციურ ივენთად იქცა ბიტკოინისა და კრიპტოს ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში გამოსაჩენად. ეს რევოლუციური და გეოგრაფიული ცვლილება კი, ბიტკოინს გაცილებით პოპულარულს ხდის. ციფრული აქტივი ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე არ შეინიშნებოდა და უფრო მეტ ადამიანს ესმის კრიპტოვალუტების შესახებ. შედეგად კი, გარდა პოპულარობის ზრდისა, ვიღებთ დეცენტრალიზებას.

ბიტკოინის ფასი შეიცვლება

ბიტკოინის მეოთხე განახევრება კი, შეიძლება მომდევნო Bull Market-ის წინაპირობა იყოს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამყაროში ჯამური ბიტკოინის 94% უკვე ცირკულაციაშია, მეოთხე განახევრების პროცესში კრიპტოს ბაზარზე მიწოდებას კიდევ უფრო შეანელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შეიცვლება.

შემცირებული მიწოდების შედეგები გასული სამი განახევრებისას ნამდვილად თვალსაჩინო იყო - ბიტკოინის ფასი განახევრებიდან მომდევნო თვეებში რადიკალურად იზრდებოდა.

მოკლედ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბიტკოინის ფასი და ბიტკოინის განახევრება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

შეჯამება

ისეთ განვითარებად სფეროში, როგორიც ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტა არის, ჰალვინგი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა დეცენტრალიზაციაა, ეს კი კონკურენციით მიიღწევა. ჰალვინგი კონკურენციას საგრძნობლად გაზრდის, თუმცა ეს დადებითად აისახება, როგორც ბიტკოინის ფასზე, ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ბიტკოინის ტრანზაქციებს იყენებენ.

მაინერები, ჰალვინგის შემდგომ ემზადებიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, იქნება ეს ახალი კრეატიული გზების ძებნა, რათა მათი საქმიანობა კვლავ მომგებიანი დარჩეს, ასევე მათ დასჭირდებათ უფრო მძლავრი მოწყობილობები.

ზოგიერთი კიდევ უფრო შორს წავიდა და მაინინგის წყალობით დამატებით შემოსავალს იღებს, მაგალითად გამოყოფილი სითბოს გაყიდვა და ა.შ.

Support